Header Ads

ბათუმში ჭაჭის კოშკის საათის შეკეთებაზე 19 000 ლარი დაიხარჯება




ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა, რომლის მიხედვით სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მართვის მუხლს 183 ათასი ლარი დაემატა. აღნიშნული თანხიდან 19 000 ლარი ჭაჭის კოშკის საათის შეკეთებაზე დაიხარჯება. 
მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსანდრე თევზაძის ინფორმაციით, საათი რამდენიმე თვეა არ მუშაობს, რადგან მეხი დაეცა. მისივე თქმით, ჭაჭის კოშკში არც ჭაჭაა, რადგან ჩამოსასხმელი მოწყობილობა დაზიანებულია.

სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მერიას ჭაჭის კოშკის მართვის კომპეტენციაც არ გააჩნია: „მე რამდენჯერმე მივმართე მერიას და როგორც ვიცი მერი მუშაობს იმაზე, რომ მოიძიოს კერძო მფლობელი, ვინც კოშკს მიხედავს",- აცხადებს ალექსანდრე თევზაძე.
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.