Header Ads

ამ ექიმმა ჯერ მშობიარე მიიღო და მერე თავად იმშობიარა




ეს უჩვეულო ამბავი ამერიკაში მოხდა რამდენიმე დღის წინ. გინეკოლოგი-ბებიაქალი ამანდა ჰესი ორსულად გახლდათ და პალატაში თავისი მეორე მშობიარობისთვის ემზადებოდა.
ამ დროს გაიგონა, რომ მეზობლად ქალს მშობიარობა მოულოდნელად დაეწყო. ლეა ჰელიდეი-ჯონსონის ბებიაქალი ჯერ არ იყო ადგილზე, არადა სიტუაცია მოულოდნელად სწრაფად გართულდა და ლეას მეოთხე მშობიარობა აქტიურ ფაზაში შევიდა. ბავშვს ჭიპლარი ჰქონდა კისერზე შემოხვეული და მედდები სთხოვდნენ, სწორად ესუნთქა და ექიმის მოსვლამდე ჭინთვები შეეკავებინა. თუმცა მდგომარეობა ექსტრემალური იყო და გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვდა - ბავშვი რომ არ დაღუპულიყო.

მედდების ლაპარაკი და ლეას ყვირილი როგორც კი გაიგონა, ამანდამ პროფესიული მოვალეობა ვერ დაივიწყა, სწრაფად გადაიცვა სამედიცინო ხალათი და მეზობელ პალატაში შევიდა დასახმარებლად.

ექიმმა ჰესმა ყველაფერი ძალიან კარგად ჩაატარა და სულ რამდენიმე წუთში დაიბადა ჯანმრთელი გოგონა. ლეას თქმით, მას არც კი უეჭვია, რომ ექიმი, რომელიც მის მშობიარობას იღებდა, თავადაც წუთი-წუთზე სამშობიაროდ ემზადებოდა...

ამანდა მალე დაბრუნდა თავის ოთახში და ცოტა ხანში იმშობიარა კიდეც. ისე გამოვიდა, რომ ბოლო წუთამდე მუშაობდა. ახლა ორივე დედა თავს კარგად გრძნობს და ახალშობილებიც კარგად არიან.
    Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.