Header Ads

ავტობუსების გაჩერებებზე ტაბლოები ტექნიკური ხარვეზის გამო არ მუშაობს



თბილისში, ავტობუსის გაჩერებებზე არსებულ ტაბლოებზე სამარშრუტო განრიგის ასახვა ტექნიკური ხარვეზის გამოა შეფერხებული. ამის შესახებ "პირველს" სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.
კომპანიაში ამ დროისთვის ვერ ასახელებენ ზუსტ დროს, როდის აღდგება განრიგის გამოქვეყნება, თუმცა აცხადებენ, რომ შესაბამისი აიტი სამსახური 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

კომპანიის ინფორმაციით, ტაბლოებზე განრიგი გასულ კვირას რამდენიმე დღით შეიზღუდა. ამ დროისთვის მგზავრებს ტაბლოებზე მხოლოდ დროისა და ტემპერატურის გაგება შეუძლიათ.
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.