Header Ads

ლაგოდეხში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა



ლაგოდეხში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მათ აალება შენიშნეს და შესაბამის სამსახურს აცნობეს.

შენობის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა ნაწილობრივ დაზიანდა ტაძრის ჭერი.ადგილზე ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია.
    Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.