Header Ads

"კაცებს მოსწონთ ქალები, რომლებიც რაღაცით წააგვანან დედამისებს" - ნათია ფანჯიკიძე



ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თუკი კაცს დედა არ უყვარს, ზოგადად ქალეულობა არ უყვარს.
"კოელიომ თქვა, ფროიდმა ადამიანებს ბრალეულობის გრძნობა ჩამორეცხა და უმანკოება აჩუქა, ყველაფერი გლახა და ხიხია, რაც გახასიათებთ, მშობლებს შეგიძლიათ დააბრალოთო. 
ხოდა, მეც მინდა ფროიდზე დაყრდნობით გაგიადვილოთ ცხოვრება, - ნუ წერთ და ნუ კითხულობთ ამდენ ყოვლადუცნაურ სტატიას - "მამაკაცები გიჟდებიან ქალებზე, რომლებიც..." "კაცებს მოსწონთ ქალები, რომლებიც...." 
მარტივად, დაიმახსოვრეთ თქვენგენაცვალეთ, - კაცებს მოსწონთ ქალები, რომლებიც რაღაცით, სულ ოდნავ, რაიმე პატარა ნიუანსით წააგვანან დედამისებს. დედამათები კი ყველანაირი არიან, ასე რომ ყველას გაქვთ შანსი ვიღაცას გაუხარდეთ. 
დედა თუ არ უყვარს, ქალეულობა ზოგადად არ უყვარს.
დედა რომ უყვარს, ბუნებრივი ამბავია, პირველად მის დანახვაზე მიხვდა, რომ ქალი კარგი ადამიანია. 
ხოდა შხაპის მიღება და კიჭების დაწკრიალება რომ საჭირო პროცედურაა, ეგ სტატიების კითხვის გარეშეც იცით, რაც კიჭები ამოგივიდათ, იმ დროიდან, დარწმუნებული ვარ", - წერს ნათია ფანჯიკიძე.
    Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.