სტალონე 'როკის' გაგრძელებას გადაიღებს - www.saintereso.tk
ჰოლივუდის მსახიობი სილვესტერ სტალონე საკულტო ფილმის "როკის" სპინ-ოფის "კრიდი:როკის მემკვიდრეობა" სიკველს გადაიღებს. ამის შესახებ მსახიობმა Instagram-ზე დაწერა.
"ვერ მითმენ გადაღებების დაწყებამდე და დაუჯერებლად ნიჭიერი მაიკლ ბი ჯორდანის პროდიუსერობამდე, კიდევ ერთი რაუნდი"- წერს სატალონე.
ფილმის ახალი ნაწილის გადაღებები მომავალ წელს დაიწყება. "როკის" პირველი ნაწილი, რომლის სცენარის ავტორი თავად სტალონეა, 1976 წელს გამოვიდა. ფილმა 3 ოსკარი და ოქროს გლობუსი მოიპოვა.