Header Ads

არჩილ ხანდამაშვილი: ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ პრობლემებს -www.saintereso.tk



პარტია ,,ქართლული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ახაშენის, სოფელ ჩუმლაყისა და ქალაქ გურჯაანის მაცხოვრებლებს შეხვდა.



სოფელ ჭანდრში კი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან  გელა ზაკალაშვილთან ერთად შეხვდა მოსახლეობას.

არჩილ ხანდამაშვილმა შეკრებილ მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და მათ სხვადასხვა საკითხზე გაესაუბრა. მოსახლეობამ, მერობის კანდიდატთან ერთად იმსჯელა პრობლემების მოსაგვარებლად არსებული რესურსების მიზანმიმართულად გამოყენებაზე.

,, მოსახლეობისგან მოვისმინე სოფელში არსებული პრობლემების შესახებ, მათთან ერთად ვისაუბრე ყველა იმ რესურსის გამოყენებაზე  რითაც შესაძლებელია  მათ მიერ დაყენებული საკითხების  უფრო ეფექტურად გადაჭრა. თავის მხრივ, ადგილობრივების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გააზრება და ჩართულობა ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებას და სხვა თანასოფელელების გააქტიურებას. სწორედ ამიტომაც ვიყრი კენჭს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატურაზე, რათა თითოეულ მათგანთან ერთად გავუმკლავდე ყველა იმ არსებულ პრობლემას, რაც სოფელში აწუხებთ “ – აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა.

,, იმისათვის რომ მუნიციპალიტეტი კარგად მართო, აუცილებელია იფიქრო ისე როგორც ხალხი ფიქრობს, ბატონი არჩილი ზუსტად ასეთი პიროვნება გახლავთ“- განაცხადა სოფელ ჭანდარის მაცხოვრებელმა ნანა მჭედლიშვილმა.
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.