Header Ads

ღაზას სექტორში ისრაელის არმიასთან შეტაკებისას 12 პალესტინელი დაიღუპა


ღაზას სექტორისა და ისრაელის საზღვარზე შეტაკებებისას სულ მცირე 12 პალესტინელი დაიღუპა.

გარდაცვლილებს შორის არიან კაცები 18-დან 30 წლამდე. ზოგიერთი მათგანი ისლამისტური ორგანიზაცია "ჰამასის" წევრები იყვნენ, რომლებიც ღაზას ხელისუფლებაში არიან და რომელსაც ისრაელი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.


ღაზას მოსახლეობა ე.წ. „დაბრუნების მარშს“ აწყობს, რომელიც პალესტინელების ისრაელის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შეშვებას ისახავს მიზნად.


ისრაელის არმიაში ადასტურებენ, რომ ცეცხლი აქციის მთავარ მოთავეებს გაუხსნეს.


ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პალესტინელებს ისრაელის სუვერენიტეტის დარღვევის საშუალებას არ მისცემენ. სასაზღვრო ზონაში ისრაელმა 100 სნაიპერი განათავსა.


ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უსაფრთხოების ღობესთან მიახლოებისას ნებისმიერი პალესტინელი სიცოცხლეს საფრთხეში ჩაიგდებს, პალესტინელებმა ექვსკვირიანი აქციები გამოაცხადეს და კარვები ხუთ სხვადასხვა ადგილას განათავსეს. აქციები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სწორედ ამ დროს აპირებს აშშ-ი იერუსალიმში საელჩოს გახსნას. მაისის შუა რიცხვებში ასევე აღიშნება ე.წ. „ნაკბა“, იგივე კატასტროფა, რაც 1948 წლის ომის დროს ასი ათასობით პალესტინელის დევნილობას უკავშირდება.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.