ტაილანდში ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, 20 ადამიანი დაიღუპა

ტაილანდში ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, რომელშიც მიანმელი მიგრანტები იმყოფებოდნენ.
ინციდენტის შედეგად 20 ადამიანი დაიწვა.
როგორც The Straits Time ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, ავტობუსში მყოფი ადამიანები მიანმელი მუშები იყვნენ, რომლებიც ბანკოკში მიჰყავდათ.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
