Header Ads

თელავის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება 2020 წლიდან ექნება

საქართველოს გაერთიანებული წყლამომარაგების კომპანიამ ქალაქ თელავის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშოების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოაცხადა. 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლოს დაიწყება. ინფორმაციას Ipress-ი ავრცელებს.

პროექტი ითვალისწინებს 6 ახალი ჭაბურღილის მშენებლობასა და 5 არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაციას, მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას. ასევე, დაგეგმილია 5 ახალი რეზერვუარის მშენებლობა. 

საპროექტო დოკუმენტაცია კომპანიის საპროექტო დეპარტამენტის მიერ მომზადდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი  ,,ურბანული სერვისების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის’’ ფარგლებში აფინანსებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დასრულდება. 

ქალაქის მოსახლეობას რამდენიმე წელია სასმელი წყალი 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. 


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.