შვეიცარიისა და საფრანგეთის ელჩებმა ქვევრის ღვინის დეგუსტაციას უმასპინძლეს

შვეიცარიისა და საფრანგეთის ელჩებმა ქვევრის ღვინის დეგუსტაციის ღონისძიებას უმასპინძლეს. საღამო შვეიცარიის ელჩის, ლუკას ბეგლინგერის რეზიდენციაში გაიმართა, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოდგილე, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები და ღვინის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე საფრანგეთსა და შვეიცარიაში ქართული ტრადიციის მიხედვით დამზადებული პრემიუმხაზის ღვინოები იყო წარმოდგენილი, მონაწილეებმა კი მსგავსი ღვინოების მახასიათებლებსა და დამზადების ტექნოლოგიაზე ისაუბრეს.
ღონისძიებაზე საქართველოდან 10 დასახელების ტრადიციული ღვინო იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება უცხოურ ღვინოებს: საფრანგეთიდან - ”შატო პონტე -კანე” და ”ფრედერიკ მენიე”, ხოლო შვეიცარიიდან კომპანია Adrian mathier&fils-ის ღვინო.
საღამო 2018 წლის ფრანკოფონიის ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა.
სრულად
