აღდგომამდე ლარი 2,40-ს უნდა ჩამოსცდეს

ლარის გამყარების ტენდენცია აპრილის ბოლომდე გაგრძელდება, რამდენიმე დღეში კი დიდია ალბათობა, კურსი 2,40-ს ჩამოსცდეს.
ამ ეტაპზე ცვლილება განპირობებულია სეზონური მდგომარეობით, რამდენადაც კვარტალის ბოლოა და წინ დიდი სადღესასწაულო პერიოდია. ამის გამო გზავნილების მოცულობა მატულობს და ეროვნულ ვალუტაზეც მოთხოვნა იზრდება. აღდგომამდე ეროვნული ვალუტა პოზიციას კიდევ გაიუმჯობესებს.
