31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მარტისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ვერძი
სავარაუდოდ, ყველაფერს მიიღებთ, რაც ასე გაკლიათ. რამდენიმე მაცდური წინადადებიდან ერთ-ერთს უნდა დასთანხმდეთ, თუმცა მხოლოდ სიტყვაზე არავის არ უნდა ენდოთ. ეცადეთ, საქმე ნაჩქარევი და დაუფიქრებელი საქციელით არ დააზარალოთ.
კუროამ დღეს განვლილი, არცთუ ისე წარმატებული პერიოდი უნდა შეაჯამოთ და მთავარ კითხვას - რატომ აღმოჩნდა გასული თვე ასეთი რთული, უპასუხოთ. ეცადეთ, ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი თავი, წარსული და მომავალი, ისწავლოთ საკუთარი ემოციების მართვა, გაწყვიტოთ შეცდომებისა და წარუმატებლობის ჯაჭვი და პერსპექტიული ცხოვრებისეული გეგმები შეადგინოთ. თუ ყველაფერს თავს გაართმევთ, აპრილიდან ახალი ცხოვრება დაიწყება.
ტყუპებიეჭვითა და უნდობლობით სავსე დღეა. ხვდებით, რომ საქმე სერიოზულადაა, მაგრამ ვერ გაგირკვევიათ, ნამდვილია ეს სიყვარული თუ არა? საკუთარ თავისუფლებას ისე აფასებთ, რომ არ ჩქარობთ მოვალეობების საკუთარ თავზე აღებას. თუ ასე გააგრძელეთ, ნამდვილი სიყვარულის იმედი არ უნდა გქონდეთ.
კირჩხიბიცუდი განწყობა თქვენს ჯანმრთელობაზეც აისახება. ეცადეთ, გული არ გაიტეხოთ და იმუნიტეტის ასამაღლებლად, კვების რაციონში თაფლი და ბალახეული ჩაი შეიტანეთ. სიფრთხილე დაიცავით, რომ შემთხვევით თავი არ დაიზიანოთ.
ლომი ბიზნესის გაფართოების შანსი გაქვთ და შესაძლოა, თანამშრომლობის წინადადებაც მიიღოთ. შეგიძლიათ, საიჯარო ხელშეკრულება გააფორმოთ და უძრავი ქონება და ახალი აპარატურა შეიძინოთ. ეს დღე სამსახურში მიღწეული წარმატების გასამყარებლად გამოიყენეთ. გირჩევთ, უფროსთან ხელფასის მომატებაზე დალაპარაკება სცადოთ.
ქალწულიეს დღე ძალაუფლებასა და პასუხისმგებლობას განასახიერებს. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე ქალწულებს შეუძლიათ, ერთდროულად, ძველი საქმეებით და ახალი პროექტების დაგეგმვით დაკავდნენ. ყველაფერი გააკეთეთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენგან რეალურ შედეგებს ელიან, იმედები არ გაუცრუოთ.
სასწორიკოლეგებთან და ქვეშევრდომებთან ურთიერთობა შეიცვლება და სამწუხაროდ, უარესობისკენ. არ გამოირიცხება კამათი და კონფლიქტები. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესდება. შეეცადეთ, გულისხმიერება გამოიჩინოთ და გარშემომყოფებზე თქვენი ცუდად ყოფნით არ იმოქმედოთ. კონცენტრირდით სამუშაო საქმეებზე.
მორიელითქვენი ენერგია და სითამამე დადებით შედეგს მოგიტანთ. მზად ხართ და შეგიძლიათ, სახლიდან გაუსვლელადაც იმუშაოთ. ნუ გექნებათ წარმატების იმედი. თქვენ ხართ საკუთარი ბედის მჭედელი, თავად ქმნით საკუთარ წარმატებას და მზად ხართ, სამყაროს თქვენი ოპტიმიზმი გაუნაწილოთ.
მშვილდოსანითქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება. ნებისმიერი რთული სიტუაციიდან შეძლებთ გამოსვლას და სამსახურში მაქსიმალურ წარმატებას მიაღწევთ. დაელოდეთ ხელფასის მომატებას.
თხის რქათქვენს სამუშაოს ღირსეულად შეაფასებენ. უსაფრთხოებისთვის ნუ ახტებით საკუთარ თავზე მაღლა და ნუ შეეცდებით იმ სიმაღლეების მიღწევას, რომელიც უხერხულ და უცნობ სიტუაციაში ჩაგაყენებთ. თანაც, მთიდან ჩამოვარდნის საშიშროებაც არსებობს.
მერწყულიამ დღეს ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ ვერ განვითარდება. სამუშაოს დასრულებას შეძლებთ, თუმცა, მისი შედეგი ნაკლებად ანაზღაურებადი აღმოჩნდება ფინანსური კუთხით, ვიდრე ელოდებოდით. შეგიძლიათ, სუფთა სინდისით გამოიყენოთ გამოთავისუფლებული დრო, მოძებნოთ ახალი ვარიანტები. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ მომგებიანი შემოთავაზებები გელოდებათ.
თევზებიეს დღე შესანიშნავია საქმიანი ურთიერთობებისთვის. განახლდება მეგობრული ურთიერთობები და მოულოდნელად ფულიც გაგიჩნდებათ. მეგობრების დამხარებით შესაძლოა, თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. თუკი თქვენს ძლიერ მხარეებს გამოავლენთ, შეგიძლიათ, საკუთარ თავზე ხმამაღლა ისაუბროთ. ნუ ეცდებით წარმატების მიღწევას ძალისმიერი მეთოდებით, ამის აუცილებლობა არ არის.
წყარო