ლედი გაგა 32 წლის გახდა

ცნობილ ამერიკელ პოპ შემსრულებელს ლედი გაგას 32 წელი შეუსრულდა.
ის 1986 წლის 28 მარტს ნიუ-იორკში დაიბადა. მომღერლის სრული სახელია სტეფანი ჯოან ანჯელინა ჯერმანოტა.
2008 წელს გამოსულა მისმა სადებიუტო ალბომ The Fame კრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა და მოიპოვა საერთაშორისო კომერციული წარმატება. ალბომიდან გამოცემული იქნა ოთხი სინგლი, რომლებიდანაც ორი — „Just Dance“ და „Poker Face“ საერთაშორისო ჰიტებად იქცა.
სადებიუტო ალბომის მსგავსად EP ალბომმა — The Fame Monster (2009) დაიმსახურა მაღალი შეფასება, ხოლო ალბომის სამივე სინგლი — „Bad Romance“, „Telephone“ და „Alejandro“ ასევე საერთაშორისო ჰიტებად იქცა. მისი მეორე სტუდიური ალბომი — Born This Way გამოიცა 2011 წელს და დაიკავა პირველი პოზიცია მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ალბომი პირველ კვირაში გაიყიდა რეკორდულ ერთ მილიონ ეგზემპლარზე მეტი რაოდენობით.
2017 წლის თებერვალში გაგამ იმღერა სუპერ-ბოულის შუალედურ შოუზე, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით თვალს ადევნებდა 150 მილიონზე მეტი მაყურებელი და გახდა ისტორიაში ყველაზე მეტჯერ ნანახი მუსიკალური ღონისძიება.
თავისი კარიერის მანძილზე გაგას გაყიდული აქვს 27 მილიონი ალბომი და 146 მილიონი სინგლი, რითაც დასახელდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კარგად გაყიდვად შემსრულებლად. მისი ჯილდოები მოიცავს 12 გინესის მსოფლიო რეკორდს, 3 Brit Awards და 6 გრემის ჯილდოს.
