მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება 3.4-ჯერ შემცირდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოგება შეუმცირდათ. გასულ წელს საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 44.5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც 2016 წელს 3.4-ჯერ ჩამორჩება. შედარებისთვის, 2016 წელს მიკრო საფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგება 151.8 მლნ ლარი იყო. ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგება გასულ წელს, ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იყო. შედარებისთვის, 2015 წელს სექტორის წმინდა მოგება 124.2 მლნ ლარი იყო, 2014-ში 79,8 მლნ, 2013 წელს 61.9 მლნ, ხოლო 2012 - 49.3 მლნ ლარი.
2017 წლის ბოლოს საქართველოში 75 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა გასულ წელს 794 481 სესხი გასცეს.
სრულად
