რუს დიპლომატს მონტენეგროდანაც გაძევებენ

დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო სხვა ქვეყნებთან ერთად რუს დიპლომატს მონტენეგროც გააძევებს. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით Deutsche Welle წერს.
დოკუმენტის თანახმად, დიპლომატმა ქვეყანა 1 კვირის განმავლობაში უნდა დატოვოს.
სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მალევე, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა.14 მარტს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის საქმის გამო, ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებდა. მანამდე საფრანგეთმა, გერმანიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს ექსპოლკოვნიკის მოწამვლასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდეს.
პასუხად კრემლმა რუსეთიდან 23 ბრიტანელი დიპლომატი გააძევა.
ამ დროისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, სერგეი სკრიპალის საქმის გამო 28 ქვეყნიდან 143 რუს დიპლომატს აძევებენ.
სრულად
