Header Ads

"გიყვებით გაუსაძლის გაჭირვებაში მცხოვრებ 8 წლის მანუჩარზე, რომელიც 2 წლის ძმას, მარტო უვლის"


ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში არასრულწლოვანი ბავშვის მძიმე მდგომარეობაზე წერს.


"ამბავი ხდება რეალურ დროში, ახლა, ჩვენს გვერდით... ნამდვილი ადამიანებით, ამ ამბის შეცვლა შეგვიძლია ერთად და თქვენი დახმარება მჭირდება!


გიყვებით გაუსაძლის გაჭირვებაში მცხოვრებ 8 წლის მანუჩარზე, რომელიც 2 წლის ძმას, გაბრიელს თითქმის მარტო უვლის. ბავშვების დედა შარშან, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. გაყიდეს ყველაფერი და ახლა სახლიც აღარ აქვთ, ოჯახს აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისი დახმარება. ბავშვების მამას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა მუდმივად ეძებს სამსახურს, ხშირად გასულია და მანუჩარი მარტოა ხოლმე პატარასთან ერთად, ამიტომ სკოლაში თითქმის ვერ დადის.


ქირა ამ თვეში ვერ გადაიხადეს და ახლა ბავშვები ნათესავებთან, მძიმე სოციალურ პირობებში არიან", - წერს თეონა ცხომელიძე.


სულ ვფიქრობ შვილების რამხელა დარდი გაიყოლა დედამ... ამ კაცზე რომელიც საჭმლის ფულისთვის მთელი დღე გასულია და ამ ორ პატარა ადამიანზე, რომლებსაც ბავშვობა კი არა გადარჩენისთვის ყოველდღიური ბრძოლა აქვთ.


არ ვიცი საიდან დავიწყო და რა გავაკეთო, ვისაც რა და როგორც შეგიძლიათ! ტანსაცმელი, პროდუქტი, ფინანსური დახმარება, თუნდაც ერთი თვის ქირა რომ გადავუხადოთ რომ ბავშვები სახლში დაბრუნდნენ და მანუჩარმა ცოტა მაინც იაროს სკოლაში.


მე ჩემით რაც შემიძლია გავაკეთებ, მაგრამ როგორც წესი როცა ვართ ბევრნი სიკეთე გაცილებით მასშტაბური გამოგვდის...


Irina Tkemaladze და მე ხაზზე ვართ, მოვაგროვოთ მივუტანოთ და არ ვიცი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ.


მადლობა!

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.