Header Ads

ვანო ზარდიაშვილი: გიორგი ვაშაძეს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა თბილისის წინაშე


"ყველას კარგად გვახსოვს გიორგი ვაშაძე თბილისის მერობის კანდიდატი იყო, რათქმაუნდა მას უნდა ქონდეს დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა თბილისის და თბილისელების წინაშე,რასაც მე ვერ ვატყობ", - განაცხადა დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა.


"ამას მარტივი მაგალითი გვიჩვენებს- წინასაარცევნო კამპანიის შეწმდეგ, მან თავისი საარჩევნო პლაკატებით დაბინძურებული დატოვა მთელი ქალაქი, მაშინ როდესაც ვალდებულება აქვს არჩევნების შემდეგ აუცილებლად ჩამოხსნას და დაასუფთაოს თავისივე საარჩევნო მიზნებისთვის გაკრული პლაკატები /შესაბამისად ქალაქი. ამის მაგივრად წინააღმდეგიბაში მოდის ვიწრო პოპულისტური მიზნებით ქალაქის მერთან კახი კალაძესთან, რომელიც 24 საათიან სამუშაო რეჟიმში მუშაობს თბილისის განვითარებისთვის, რიგითი თბილისელებისთვის უკეთესი პირობების შექმნისთვის. შეგახსენებთ დღემდე ვერც ერთმა ქალაქის მერმა და საკრებულომ, მათ შორის იმ ხალხმა ვინც კახის აკრიტიკებს ვერ შეძლეს გენერალური გეგმის შემუშავება და დამტკიცება. რაც თავისთავად ხაზს უსვამს რომ მათ ამის პოლიტიკური ნება არასოდეს ჰქონიათ! ხოლო ეხლა როდესაც გენგეგმის დამტკიცების ბოლო ფაზა იწყება ვხედავთ ვითომ გულანთებულ ჩვენი ქალაქის პატრიოტებს რომლებიც იმაზე საყვედურობენ კახის რაც თვითონ შეძლეს და ზუსტად იციან რომ კალაძე მანდაც გოლს გაიტანს თბილისის და თბილისელების სასიკეთოდ", - განაცხადა პარლამენტის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.