Header Ads

კალაშოვს 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს


რუსული მედიიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ შაქრო კალაშოვს 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


ე.წ. კანონიერი ქურდი სასამართლომ რესტორან Elements-ის მფლობელის ჟანა კიმისგან 8 მილიონი რუბლის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო.


შაქრო კალაშოვი 2016 წელს დააკავეს. მისი საქმის ფარგლებში მოგვიანებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს. გამოძიების ცნობით, მათ „კრიმინალური ავტორიტეტისგან“ ბრალის შემსუბუქების სანაცვლოდ 500 ათასი ევრო მიიღეს.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.