ლუვრმა სხვა მუზეუმებში "მონა ლიზას" გამოფენა აკრძალა

ლუვრმა თავისი ერთ-ერთი მთავარი ექსპონატის ლეონარდო და ვინჩის სხვა მუზეუმებში „მონა ლიზას“ გამოფენა აკრძალა.
მუზეუმის ხელმძღვანელობის თქმით, იტალიელი მხატვრის ნამუშევარი იმდენად თხელია, რომ მისი ერთიდან მეორე სართულზე გადატანაც კი საშიშია. ამიტომ მისი გატანა არამხოლოდ საზღვარგარეთ, შენობიდანაც კი საფრთხისშემცველია.
ლეონარდო და ვინჩის ტილომ, ქვეყნის საზღვრები ბოლოს 1974 წელს დატოვა. მაშინ ის ტოკიოსა და მოსკოვში გამოფინეს.
