ზურაბ ალავიძე თანამდებობას ტოვებს

ახალი ამბების სააგენტო "პირველის" ექსკლუზიური ინფორმაციით, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე რამდენიმე დღეში თანამდებობას დატოვებს.
აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას "პირველი" ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პორტალის ცნობით, ზურაბ ალავიძეს მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლებს.
მაია ცქიტიშვილი მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელია, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2012 წლის ნოემბრიდან იკავებს.
ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრად 2016 წლის შემოდგომაზე დაინიშნა.
