Header Ads

ვნებათაღელვა თბილისის გენგეგმის ირგვლივ


მიუხედავად ავტორიტეტული არქიტექტორებისა და სხვა სპეციალისტთა 3 წლიანი შრომისა, და გადახდილი 2,8 მილიონი ლარისა, საქართველოს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა კვლავ არ გაგვაჩნია.


თბილისის მერიის მოქმედ ადმინისტრაციას არ მოსწონს ის შედეგი, რაც მიიღო და, შესაბამისად, ვერც მიიღებს ისეთ დოკუმენტს, რომელიც არ მოსწონს.


აქედან გამომდინარე, გენგეგმა, უარეს შემთხვევაში, განხილვის საგნად დარჩება, უკეთეს შემთხვევაში კი, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესადგენად ახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს.


სად არის „დამარხული ძაღლის თავი“?


M2B გენგეგმის ირგვლივ გაჩაღებული ცხარე კამათის ფონზე, საკითხს „მენაშენეთა ასოციაციის“ თავჯდომარესთან ირაკლი როსტომაშვილთან არკვევს.



როსტომაშვილის აზრით, თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ წმინდა სახელშეკრულებო პოზიციებს, გადავხედავთ დავალებას, რომელიც გენგეგმის კონკურსში გამარჯვებულ ჯგუფს მიეცა, დავინახავთ, რომ დავალება სრულად შესრულდა და ყველა იმ ამოცანას პასუხობს, რაც მასში იყო დასმული.


M2B–ს კითხვაზე, თუ სად არის ამ შემთხვევაში პრობლემა, „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს: „უპირველეს ყოვლისა, პრობლემაა დავალებაში, ასევე, არ შეიძლება 1,5-მილიონიანი ქალაქის გენგეგმა დაჯდეს 2,8 მლნ ლარი. თუ გვინდა ხარისხი და მაღალი სტანდარტი, მაშინ, ალბათ, 25-30 მილიონი ლარი მაინც დაჯდება გენგეგმა. მათ შორის, მხოლოდ სატრანსპორტო კვლევა და მოდულირება შეიძლება დაჯდეს უფრო ძვირი, ვიდრე 2,8 მლნ ლარი. შესაბამისად, ვერ მოვითხოვთ ძალიან მაღალი სტანდარტის გენგეგმას, თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ დავალების სწორად ჩამოყალიბება შეიძლება დაჯდეს 10 მლნ ლარი“.


თანამედროვე ქალაქის გენგეგმა, როგორც წესი, არ არის სტატიკური დოკუმენტი. გენგეგმა არის ცოცხალი ორგანიზმი, არის პროცესი (შესაძლოა, ინსტიტუციაც კი), რომელიც ვითარდება და იხვეწება იმ გამოწვევებთან ერთად, რომელიც, თავის მხრივ, ყალიბდება და იცვლება დროის მიხედვით. გამოწვევები არის როგორც მსოფლიო მასშტაბის, ისე ლოკალური ხასიათის.


თბილისის გენგეგმის შემუშავების გარემოებები და პრობლემა


თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ, ზოგადად, კარგი საქმე გააკეთა ამ თემის წამოწევით. ამის შედეგია ის, რომ დღეს სპეციალისტები (და არა სპეციალისტებით) ამ თემაზე მსჯელობენ და კამათობენ.


„ნარმანიას წამოწყება კარგი კი იყო, მაგრამ მიდგომა და, შესაბამისად, დავალება არ იყო კვალიფიციური და ამბიციური, არ იყო რეალური“, – მიიჩნევს ირაკლი როსტომაშვილი.



მისივე თქმით, „მოვიდა კალაძე, მიხვდა, რომ გენგეგმა არის ცუდი და არარეალისტური, თუმცა ეს გენგეგმა პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც განსაზღვრული იყო დავალებით. ანუ, რეალურად, ავტორები მართლები არიან. მაგრამ მოქმედი მერის მხრიდან არ შეიძლება ამ გენგეგმის დამტკიცება. შესაბამისად, ეძებს გამოსავალს, რომ არ დაამტკიცოს ეს დოკუმენტი. შესაბამისად, მერის ქმედება შინაარსობრივად სწორია, ხოლო ფორმატი – ცუდი“.




განაგრძეთ კითხვა:

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.