ბერა ივანიშვილის პირველი კომენტარი მის შესაძლო ქორწინებაზე

დრონი.ჯი-ს ბერა ივანიშვილის ოჯახის ახლობელი ესაუბრა.
ბერა ივანიშვილისა და საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების კაპიტნის მერაბ შარიქაძის ყოფილი შეყვარებულის ნანუკა გუდავაძის ნიშნობის შესახებ ეს ორი დღეა სრულიად ქართული ყვითელი პრესა საუბრობს. მოგვიანებით რედაქციას ბერა ივანიშვილის სახელით მისი ახლობლები დაუკავშირდნენ და კომენტარიც გააკეთეს:
"ნანუკას და ბერას ოჯახი დიდი ხანია მეგობრობენ და ძალიან უხერხულად გრძნობენ თავს იმის მერე, რაც მედიაში გავრცელდა. ეს არის სრული სიცრუე და არ შეესაბამება რეალობას. არავითარი ნიშნობა და მითუმეტეს ქორწილი არ იგეგმება, ბერა და ნანუკა მხოლოდ მეგობრები არიან"- განაცხადა ბერა ივანიშვილის ოჯახის ახლობელმა.
