გეი-კლუბზე თავდამსხმელი ტერორისტის ქვრივი უდანაშაულოდ სცნეს

სასამართლომ ტერორისტის ომარ მატინის ქვრივი ნურ სალმანი გაამართლა. მატინიმ 2016 წელს ორლანდოში გეი-კლუბ Pulse-ში 49 ადამიანი მოკლა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ნურ სალმანმა იცოდა მეუღლის მიერ "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირების შესახებ და მასთან ერთად გეგმავდა ტერაქტს.
2016 წლის 12 ივნისს, ეთნიკურად ავღანელი ომარ მატინი, ორლანდოში ღამის გეი-კლუბ Pulse-ს თავს დაესხა. ტერორისტმა გასასვლელები ჩაკეტა და შენობაში რამდენიმე მძევალთან ერთად დარჩა. რამდენიმე საათში, ეჭვმიტანილი ლიკვიდირებული იყო. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 50 ადამიანი, მათ შორის ტერორისტი. 53 დაშავდა. ეს ტერაქტი, აშშ-ის მასობრივი სროლების ისტორიაში, ყველაზე მასშტაბურად ითვლება.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა მაშინ ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ აიღო".
წყარო