საპატრიარქოს ორგანიზებით, „ლურჯი ვეშაპის“ შესახებ დისკუსია გაიმართება

საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით, არასრულწლოვნებში სოციალური ქსელის მავნე ზეგავლენის შესახებ 30 მარტს შეხვედრა გაიმართება. საუბარის მთავარი თემა ინტერნეტთამაში 'ლურჯი ვეშაპი' იქნება.
შეხვედრაში მონაწიელობას მიიღებენ შსს-ს, იუსტიციის, განათლების, ჯანდაცვის სამინისტროების, ასევე სახალხლო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
არასრულწლოვნებში სოციალური ქსელის მავნე ზეგავლენის საკითხზე საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ხვალ შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრშია დაგეგმილი.ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოში 'ლურჯი ვეშაპის' თემა ისევ აქტუალური გახდა. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოზარდების მიერ 'ლურჯი ვეშაპის' თამაშის რამდენიმე სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართულ ინტერნეტ სივრცეში ე.წ. ონლაინ თამაში 'ლურჯი ვეშაპის' არსებობის რეალური ფაქტი არ დადასტურებულა.
სრულად
