სიღნაღი დაისეტყვა

ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქია დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა.
იმის გამო, რომ ჯერ მოსავალი არ მიუღიათ, მოსახლეობა ზარალზე ვერ საუბრობს.
სოფლის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის, რევაზ კრაწაშვილის ინფორმაციით, სოფელ ნუკრიანში სეტყვამ ზიანი არ მოიტანა.
მისივე თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი 1 აპრილიდან ამოქმედდება.
