Header Ads

კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მეიჯარეს პატიმრობა შეეფარდა

რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძის გაჩენის საქმეზე დაკავებულ მოიჯარეს ნადეჟდა სუდენოკს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.  სუდენოკს ბრალად საფრთხის შემცველი მომსახურების გაწევა ედება. 

სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვია. ადგილზე მისულმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ტრაგედია გულგრილობისა და გაუფრთხილებლობის ბრალია.

ბოლო 15 წლის განმავლობაში რუსეთში მომხდარი ხანძრებიდან კემეროვოს ხანძარი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. 2003 წელს, მოსკოვის უნივერსიტეტში ხანძრისას 44 სტუდენტი დაიღუპა, დაშავდა 156. 2007 წელს კრასნოდარში, თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 63 ადამიანი ემსხვერპლა, 2009 წელს ღამის კლუბ პერმაში ხანძარმა 153 ადამიანი შეიწირა. 2015 წელს ხანძარი გაჩნდა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.