Header Ads

H&M-ს შემოსავლები მნიშვნელოვნად შეუმცირდა

შვედური მაღაზიების ქსელმა H&M-მა 2018 წლის პირველ კვარტალში შემოსავლების 44%-ით შემცირების შესახებ განაცხადა. ეს მისთვის, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფორმაციას The Fashion Law ავრცელებს.

გასული წლის ბოლოს კომპანიის საწყობებში ჩარჩენილი საქონლის საერთო ღირებულება 4 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

გენერალური დირექტორის, კარლ-იოჰან პრესონის აზრით ამ კრახის მიზეზი ასორტიმენტის შემცირება გახდა. 43 წლის მილიარდერი იმედოვნებს, რომ გაყიდვები წლის მეორე ნახევარში გაიზრდება.

პრესონი საქონელზე ფასდაკლებას გამორიცხავს. ასევე ვარაუდობს, რომ ტანსაცმლის შექმნისთვის გასაწევი ხარჯები დოლარის შესუსტების გამო შემცირდება. ამასთან ახალი რეთეილერის გახსნაც იგეგმება, სადაც სხვა ბრენდებთან ერთად H&M-ის საქონელიც გაიყიდება.

    


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.