Huawei-მ P20 და P20 Pro წარადგინა

ჩინური მობილური ტელეფონების მწარმოებელმა Huawei-მ პარიზში, Grand Palais-ში გამართულ ღონისძიებაზე სმარტფონები P20 და P20 Pro წარადგინა. ამის შესახებ the Verge-ი წერს.
გაჯეტს გერმანული მწარმოებლის Leica-ს სამმაგი კამერა აქვს. P20-ს და P20 Pro-ს შორის ერთ-ერთი აღსანიშნავი განსხვავება ის არის, რომ მათი ეკრანების ზომა განსხვავებულია. P20-ს 5.8 ინჩიანი ეკრანი, ხოლო P20 Pro-ს 6.1 ინჩიანი OLED-matrix მონიტორი აქვს.
Huawei P20-ის კამერის რეზოლუცია 40 მეგაპიქსელია, თუმცა ღონისძიებაზე ძირითადი აქცენტი მაინც P20 Pro-ზე გაკეთდა, რადგან არის დეტალები, რომლითაც P20 Pro P20-ზე რიგი ფუნქციებით უფრო გამორჩეულია.
რაც შეეხება ტელეფონების აკუმულატორებს, ის 3 400-დან 4 000 ამპერამდე მერყეობს. ეს კარგი მაჩვენებელია მაშინ თუ მას 5.8 ინჩიან Phone X-ს და მის 2 700 ამპერიან აკუმულატორს შევადარებთ.
ევროპაში P20-ის ღირებულება 649, ხოლო P20 Pro-ს ღიებულება 899 ევრო იქნება.
სრულად
