Header Ads

ბათუმის საკრებულოს მწვანე კონცხის რეკრეაციული ზონისთვის გენგეგმას სთხოვენ

სააქციო საზოგადოება 'აჭარის კურორტები' ბათუმის საკრებულოს მწვანე კონცხის რეკრეაციული ზონისთვის განაშენიანების გეგმის დამტკიცებას სთხოვს. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ შემუშავდება კონცეფცია და გადაწყდება რა სახეს მიიღებს “ბოტანიკური ბაღის” მიმდებარე ტერიტორია. ინფორმაციას 'აჭარის ტელევიზია' ავრცელებს.

ცნობილია, რომ მიწები მწვანე კონცხზე უკვე გაყიდულია. უცნობია რა პროექტს განახორციელებს “აჭარის კურორტები” მახინჯაურში ე.წ. ნარინჯის ტერიტორიაზე, საიდანაც, ისევე როგორც მწვანე კონცხის ტერიტორიიდან ბოლო პერიოდში აქტიურად გააქვთ ხეები დენდროლოგიური პარკისთვის.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.