Header Ads

პაპუნა უგრეხელიძის ბრალდებებს ლევან ბეჟაშვილი გამოეხმაურა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, პაპუნა უგრეხელიძის ბრალდებებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. ის აცხადებს, რომ უგრეხელიძესთან სტუდენტობიდან კარგი მეგობრობა აკავშირებდა და საქმის პოლიტიკურ კონტექსტში მისი ხსენება, ბეჟაშვილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

“პაპუნამ სექსუალურ შევიწროვებაში მისი დადანაშაულება პოლიტიკური ანგარიშსწორებად შეაფასა და ირიბად თუ პირდაპირ ჩემ სახელთან დააკავშირა.

თვალწინ დამიდგა სტუდენტობა, ერთად გატარებული წლები... რად უნდა გიღირდეს ქალზე შურისძიება, რომ ყველაფერს ამას ხაზი გადაუსვა უღირსი სპეკულაციით?!“, - წერს ბეჟაშვილი.

მისი განმარტებით,  დაზარალებული ჩემი ყოფილი მეუღლის ნათესავია და 10 წელზე მეტია ურთიერთობა არცერთთან არ ჰქონია.

 

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა პაპუნა უგრეხელიძემ გადადგომის მიზეზების განმარტებისას განაცხადა, რომ ქალს, რომელმაც ის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშულებდა, მეუღლის სამსახურიდან გათავისუფლების გამო შურისძიება ამოძრავებდა. მისი მეუღლე კი ლევან ბეჟაშვილის ცოლის ძმა იყო.

24 მარტს ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს პაპუნა უგრხელიძეს სახალხო დამცველის ოფისმა თანამშრომლის სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია დაუდგინა. ომბუდსმენის ოფისის დასკვნა 2017 წლის გაზაფხულზე მომზადდა. 

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც imedinews-თან ანონიმურობის პირობის დაცვით ილაპარაკა, თქვა, რომ მისთვის მტკივნეულ საკითხზე პრესასთან ღიად ლაპარაკი რამდენიმე გარემოების გამო გადაწყვიტა. მისი თქმით სამოქალაქო აქტივისტის და CiDA-ს დირექტორის, ზვიად დევდარიანის მიმართ ბოლოდროინდელი ბრალდებები ერთადერთი მოტივატორი არ იყო.

ქალი ამბობს, რომ ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესის მიუხედავად, რომლის გავლაც მას მოუწია, დღეს პაპუნა უგრეხელიძე ისევ თანამდებობაზეა, ხოლო იმის გამო, რომ მან თავისი უფლებების დაცვა გაბედა, მის დაჩაგვრას დღემდე ცდილობს.

პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად 2013 წლიდან მუშაობდა.

ამ საკითხს 26 მარტს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა. 

დღეს თეა წულუკიანმა პაპუნა უგრეხელიძის განცხადება, თანამდებობის დატოვების შესახებ, დააკმაყოფილა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.