Header Ads

ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია პილოტურ პროექტს იწყებს

ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და ა(ა)იპ „საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის“ ბენეფიციარებისთვის პილოტურ პროექტს იწყებს.  ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

შესაბამისი თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი აკადემიის სპორტდარბაზში გაფორმდა. პილოტურ პროექტში 14 წლამდე ასაკის 15 ბავშვი ჩაერთვება.

პროექტის მიზანია დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებზე მორგებული სპორტული აქტივობების დანერგვა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი  არასრულწლოვნების ჯანსაღ, წარმატებულ და მიზანდასახულ პიროვნებებად აღზრდა. 

თათია ხოჭოლავას განცხადებით, მნიშვნელოვანია არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის მიზნით არსებული სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერა კერძო სექტორის მხრიდან. „ზაზა ფაჩულიას აკადემიამ, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, პირველმა გამოთქვა მზადყოფნა თავისი საქმიანობის ფარგლებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით არსებულ სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანად განხორციელებაში, რაც ძალიან მისასალმებელია. აკადემიის ხელმძღვანელობა ადასტურებს ამ მიმართულებით სპორტულ ღონისძიებებში კერძო სექტორის ჩართულობის მაღალ მნიშვნელობასაც. ამ შეთანხმებით ხელს შევუწყობთ მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ჩვენი ბენეფიციარების რესოციალიზაციას“,- განაცხადა თათია ხოჭოლავამ.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.