Header Ads

ჩეხეთმა აშშ-ს რუსი ჰაკერი გადასცა

ჩეხეთმა ამერიკაში რუსი ჰაკერის ევგენი ნიკულინის ექსტრადირება მოახდინა. ჩეხეთის პოლიციამ ამერიკის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან ერთად, ევგენი ნიკულინი ჯერ კიდევ 2016 წელს დააკავა.

ამერიკული მხარე მას სოციალური ქსელის LinkedIn მონაცემების მოპარვას, ასვე Dropbox და Formspring სერვერებთან უკანონო წვდომაში სდებს ბრალს.

რუსეთში კი ნიკულინს 2009 წელს ინტერნეტიდან მოპარული 3 450 დოლარის ოდენობის თანხის მოპარვაში ადანაშაულებენ.

14 თებერვალს ამერიკის ნიუ-ჯერსის შტატის ფედერალურმა სასამართლომ, რუსეთის მოქალაქეს ვლადიმირ დრინკმანს ჰაკერული ქმედებისთვის 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დრინკმანი ნიდერლანდებში 2012 ივნისში დააკავეს და ამერიკაში მისი ექსტრადირება 2015 წლის თებერვალში მოხდა.  დრინკმანთან ერთად კიდევ ერთი რუსი მოქალაქე დიმიტრი სმილიანეცი დააკავეს, რომელსაც 51 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მანაც აღიარა დანაშაული.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.