დაცულია თუ არა სახანძრო უსაფრთხოება საქართველოში მდებარე სავაჭრო და გასართობ ცენტრებში?

"ქრონიკა" ამ საკითხით რუსეთის ქალაქ კემეროვოში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ დაინტერესდა და რამდენიმე დიდ სავაჭრო ცენტრს ეწვია, რომელშიც ასევე განთავსებულია კინოთეტრები.
"უსაფრთხოება კონტროლდება ყველა მიმართულებით, შენობაში შემოსული პიროვნება ხვდება აფსოლუტურად დაცულ ზონაში, კიბის უჯრედებშიც კი ხდება ჰაერის დაწნეხვა, რომ ბოლმა ვერ შემოაღწიოს შიდა პერიმეტრზე, ასევე ყველა მიმართულებით ანტებულია მწვანედ მანიშნებლები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ ვისაუბროთ ხშირ ტრენინგების აუცილებლობაზე” - აცხადებს ,,თბილისი მოლის” საინჟინრო უსაფრთხოების სისტემის სპეციალისტი გურამ ცხომელიძე
აღმოჩნდა, რომ ასეთ დაწესებულებებში უსაფრთხოება თანამედროვე სისტემებით კონტროლდება. თუმცა სპეციალისტები ხშირი ტრენინგების ჩატარების აუცილებლობაზეც საუბრობენ.
