სიდნეის უნივერსიტეტში მუმია იპოვეს

ავსტრალიელმა მეცნიერებმა სიდნეის უნივერსიტეტში შემთხვევით მუმიას მიაგნეს. ამის შესახებ ABC News-ის ავსტრალიის ბიურო წერს.
მეცნიერები განმარტავენ, რომ 150 წლის განმავლობაში სარკოფაგები მათ ცარიელი ეგონათ. მისი გახსნა მკვლევარებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მასში ეჭვი შეიტანეს. აღმოჩენა 2.5 ათას წელს ითვლის.
სიდნეის უნივერსიტეტის მკვლევარები ამბობენ, რომ მუმიის მხოლოდ 10%-ი გადარჩა. ამჟამად ისინი აღმოჩენის 3D მოდელის შექმნას მისი სკანირებით ცდილობენ.
