მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი როსელხოზნადზორის ბრალდებას უარყოფს

რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახურის პრესმდივანის განცხადებას საქართველოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ნიკა მესხი გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამგვარი ბრალდება უსაფუძვლოა.
“მსგავსი განცხადება აზრს მოკლებულია. აზიური ფაროსანა მრავალ ქვეყანაშია, მათ შორის შვეიცარიაში ავსტრიაში, იტალიაში, რუსეთში და ეს კარგად იციან სპეციალისტებმა, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ. ქართული მხარე, ჩვენი სპეციალისტები მზად არიან ითანამშრომლონ ჩვენი მეზობელი ქვეყნების სპეციალისტებთან, მათ შორის - რუსეთის ფედერაციის შესაბამის სპეციალისტებთან”- თქვა მესხმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის პრესმდივანმა იულია მელანომ საქართველო ფაროსანას, როგორც ბიოლოგიური იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებაში დაადანაშაულა.
სრულად
