Header Ads

უკრაინაში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს


ქალაქ ხარკოვის ერთ-ერთ რესტორანთან გვიან ღამით უცნობმა პირებმა 10-კაციან ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს.


სროლის შედეგად აზერბაიჯანის მოქალაქე 32 წლის მამაკაცი დაიღუპა, საქართველოს 38 წლის მოქალაქე კი დაიჭრა.



ამის შესახებ ინფორმაციას Depo.Харків სამართალდამცავ სტრუქტურაში წყაროზე დაყრდნობით წერს.



პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი ნიუტონის ქუჩისა და ლევ ლანდაუს ქუჩის კვეთაზე მოხდა.



10-კაციანი ჯგუფის მისამართით ცეცხლი იმ დროს გახსნეს, როდესაც ისინი გასართობი დაწესებულებიდან გამოვიდნენ.



აზერბაიჯანის მოქალაქეს ტყვია თავის არეში მოხვდა, საქართველოს მოქალაქეს კი - ფეხის. გარდა ამისა, სროლის შედეგდა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი დაზიანდა.



ბოროტმოქმედებმა იარაღი ადგილზე დაყარეს და მიიმალნენ.



მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.





წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.