Header Ads

სესიაშვილი: საქართველოში ყველა მოსმენა სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარეობს

ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს თავმჯდომარისგან ანგარიში მოისმინა.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ყველა მოსმენა რაც ქვეყანაში ხორციელდება, მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარეობს:

'ასეთი ანალოგი მსოფლიოშო არ არსებობს, რადგან ოპრატიულ ტექნიკურ საგენტოზე ზედამხედველობას ახდენს სასამართლო, მთავრობა და პარლამენტი. დღეს მე ქმონდა შესაძლებლობა გავცნობოდი ამ უწყების საქმიანობას, შესაძლებლბებს და გამოწვევებს. მე შემიძლია გითხრათ, რომ საზოგადოებაში არის სტერეოტიპი, თითქოს ეს არის სამსახური, ძირითადად, თვალთავალს, მიყურადებას და მოსმენას ახორციელებს. ეს ასე არ არის. ამ უწყებას გააჩნია მთელი რიგი მიმათულებები, რაზეც დაფუძნებულია საინფორმაციო ტექნოლოგიური განვითარება. ყველა სახელმწიფო უწყება სარგებლოს აქ შექმნილი პროგრამებით. სააგენტო არის ერთგვარი მომსახურების გამწევი ყველა იმ უწყების მიმართ, რომელთაც კანონით დადგენილი სასამართლოს გადაწყვეტილება აქვთ მოსმენებთან დაკვშირებით. ერთგვარი ტესტირება ჩავატარეთ. ვცადეთ ერთ-ერთი ნომრის მოსმენა, რაზეც იმ წამსვე მოხდა რეაგირება და მაშინვე ჩაერთო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. მოსმენა ვერ მოხერხდა',- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელებთან შეხვედრა, დაახლოებით, 3 საათი გაგრძელდა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.