ჰიუ გრანტი პირველად ქორწინდება

დიდი ბრიტანეთის ყველაზე ცნობილი უცოლო მსახიობი ჰიუ გრანტი ქორწინდება.
გრანტს ცოლად შვედი პროდიუსერი ანა ერბერშტეინი მოჰყავს, რომელთანაც მას სამი შვილი ჰყავს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
57 წლის ჰიუ გრანტს ხუთი შვილი ჰყავს, ამათგან ორი ყოფილ პარტნიორთან ტინგლან ჰონთან.
ჰიუ გრანტმა სახელი გაითქვა 1994 წელს ფილმით ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა, რისთვისაც მიიღო ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ჯილდოები საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის. ასევე არის საპატიო სეზარის მფლობელი.