Header Ads

ჩინეთი საპასუხოდ აშშ-ის $16 მილიარდის პროდუქციას 25%-ით დაბეგრავს

ჩინეთი 23 აგვისტოდან აშშ-ის 16 მილიარდის დოლარის ღირებულების პროდუქციაზე 25%-იან საბაჟო ტარიფს დააწესებს. საუბარია 659 სახეობის ამერიკულ პროდუქტზე. ამის შესახებ ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში წერია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

25%-იანი ტარიფი ძირითადად შეეხება ნავთობს, ლითონის პროდუქციას, მანქანებსა და სამედიცინო აღჭურვილობას. 

ოფიციალურმა პეკინმა ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის დაწესებული საბაჟო გადასახადის პასუხად მიიღო.

8 აგვისტოს აშშ-ის ხელისუფლებამ 279 დასახელების პროდუქტის სია (16 მილიარდი დოლარის ოდენობის) გამოაქვეყნა, რომელთა მიმართ 23 აგვისტოდან 25%-იანი საბაჟო ტარიფი ამოქმედდება. 

ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის მხრიდან „ვაჭრობის უწესო მეთოდებით“ ახსნა. მან გარკვეულწილად აშშ-იც დაადანაშაულა ამერიკული ტექნოლოგიების მიტაცების გამო.

ტრამპმა 8 მარტს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ფოლადის იმპორტზე ტარიფი 25, ალუმინზე კი 10%-იანი საბაჟო გადასახადი დაწესდა. 

31 მაისს აშშ-მა ევროკავშირს, კანადასა და მექსიკას ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფი დაუწესა. 'დიდი შვიდიანის' ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა აშშ-ის გადასახადებს „დესტრუქციული“ უწოდეს.

ჩინეთი 23 აგვისტოდან აშშ-ის 16 მილიარდის დოლარის ღირებულების პროდუქციაზე 25%-იან საბაჟო ტარიფს დააწესებს. საუბარია 659 სახეობის ამერიკულ პროდუქტზე. ამის შესახებ ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში წერია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

25%-იანი ტარიფი ძირითადად შეეხება ნავთობს, ლითონის პროდუქციას, მანქანებსა და სამედიცინო აღჭურვილობას. 

ოფიციალურმა პეკინმა ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის დაწესებული საბაჟო გადასახადის პასუხად მიიღო.

8 აგვისტოს აშშ-ის ხელისუფლებამ 279 დასახელების პროდუქტის სია (16 მილიარდი დოლარის ოდენობის) გამოაქვეყნა, რომელთა მიმართ 23 აგვისტოდან 25%-იანი საბაჟო ტარიფი ამოქმედდება. 

ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის მხრიდან „ვაჭრობის უწესო მეთოდებით“ ახსნა. მან გარკვეულწილად აშშ-იც დაადანაშაულა ამერიკული ტექნოლოგიების მიტაცების გამო.

ტრამპმა 8 მარტს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ფოლადის იმპორტზე ტარიფი 25, ალუმინზე კი 10%-იანი საბაჟო გადასახადი დაწესდა. 

31 მაისს აშშ-მა ევროკავშირს, კანადასა და მექსიკას ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფი დაუწესა. "დიდი შვიდიანის" ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა აშშ-ის გადასახადებს „დესტრუქციული“ უწოდეს.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.