Header Ads

ბაზარზე დარჩენილ ყურძენს სახელმწიფო კომპანია შეიძენს

მას შემდეგ რაც ყურძენს კერძო კომპანიები შეისყიდიან, ბაზარზე დარჩენილი ყურძნის შესყიდვას, გადამუშავებას, დასაწყობებასა და შენახვას სახელმწიფო კომპანია „აკურა“ განახორციელებს. ის ამისთვის 30 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია რა ოდენობის ყურძნის გადამუშავება მოუწევს სახელმწიფო კომპანია 'აკურას', ეს დამოკიდებული იქნება მოსვალსა და კერძო კომპანიების მხრიდან არსებულ მოთხოვნაზე. 

ივლისის ბოლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო წელს რთველის სუბსიდირებას აღარ განახორციელებს. 

„წელს სახელმწიფო მთლიანად გამოდის სექტორის თანადაფინანსებიდან და დახმარებიდან, მათ შორის სუბსიდირების სექტორიდან. ჩვენ ადრეც დავაანონსეთ, რომ წლიდან წლამდე შევამცირებდით სახელწიფოს მონაწილეობას და დახმარებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.