Header Ads

Apple უარყოფს, რომ თავის მომხმარებლებს უსმენს

კომპანია Apple-ის წარმომადგენლებმა ამერიკელ კანონმდებლებს განუცხადეს, რომ iPhone-ს მომხმარებლებს ნებართვის გარეშე არ უსმენენ და ამის უფებას არც გარეშე აპლიკაციებს აძლევენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

ივლისში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის წევრებმა Apple-სა და Alphabet-ის გენერალურ დირექტორებს წერილი გაუგზავნეს და მონაცემების ფარულად შეგროვების შესახებ გავრცელებულ ჭორებზე განმარტების გაკეთება მოსთხოვეს. 

სენეტორებმა იკითხეს, შეუძლიათ თუ არა სმარტფონებს მომხმარებლების საუბრები ჩაიწერონ, როცა ისმის სიტყვები: Ok, Google ან ჰეი, Siri.

კანონმდებლები ასვე ეყრდნობოდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზოგიერთ გარეშე აპლიკაციას ნებართვის გარეშე კონფინდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდა.

როგორც Apple-ის პრესსამსახურში განმარტავენ, iPhone არ იწერს აუდიო ხმას ხმოვანი დახმარის მოსმენის დროს. 

ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ App Store-დან წაშალეს სადაო აპლიკაციები. 

რაც შეეხება Alphabet-ს, კომანიას კანონმდებლების წერილისთვის ჯერ არ უპასუხია.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.