Header Ads

რამდენი მილიონი დოლარი უჯდება რუსეთს საქართველოს ოკუპაცია. ინფოგრაფიკა

საოკუპაციო ხაზი

რუსეთს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შენახვა წელიწადში 209 მილიონი დოლარი უჯდება. სწორედ ეს არის საქართველოს ოკუპაციის ფასი, რომელიც 'რადიო თავისუფლებამ' დაითვალა.

გამოცემის ცნობით, 2017 წელს რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთი 88 მილიონი დოლარით დააფინანსა, ეს თანხა აფხაზეთის გასული წლის ბიუჯეტის 48%-ია. 

ოკუპირებული ცხინვალისთვის კი რუსეთმა 2017 წელს 121 მილიონი დოლარი გაიღო, რაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის 90%-ს შეადგენდა. 

რადიო თავისუფლების ცნობით, მთლიანობაში რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაახლოებით იმდენივე დახარჯა, რამდენიც 2017 წელს საკუთარ ქვეყანაში განათლებაზე, ჯანდაცვაზე, კულტურაზე, სპორტზე, გარემოს დაცვაზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსსა და უბნების კომუნალურ მომსახურებაზე ერთად.

ეს მონაცემების წყარო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტია.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. 

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.