Header Ads

ედპ-ის ოფისის გაქურდვის ფაქტზე შსს-მ 32 წლის მამაკაცი მანგლისში დააკავ



სამართალდამცავებმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისის გაქურდვის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ოფისის გაქურდვის ფაქტზე, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ა. მანგლისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ოფისიდან ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს, ნაქურდალი ნივთები კი ელბაქიძის ქუჩაზე მდებარე ლომბარდიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.