ცეკვა პუტინთან, რომელიც შესაძლოა, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს ძვირად დაუჯდეს
გერმანიაში ვიზიტამდე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, კაზაკების ანსამბლთან ერთად, ავსტრიაში, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარინ კნაისელის ქორწილში იმყოფებოდა. ამის გამო პუტინს მერკელთან შეხვედრაზე ცოტათი დააგვიანდა.
პუტინმა ქორწილშ 1 საათი დაჰყო, გერმანულ ენაზე გრძელი სადღეგრძელო წარმოსთქვა და პატარძალთან იცეკვა.
საქორწინო საჩუქრად პუტინმა ახალდაქორწინებულებს ტულის “სამოვარი”, ძველებური ზეთის სახდელი და სოფლის მოტიბვებზე დახატული სურათი აჩუქა.
პუტინის დაპატიჟების გამო, კნაისელს ევროპაში მკაცრად აკრიტიკებენ. რუსეთის ლიდერთან მეგობრობის გამო, ევროპარლამენტში, რამდენიმე დეპუტატმა ავსტრიელ მინისტრს გადადგომა მოსთხოვა.
ავსტრიის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ქორწილი აპოლიტიკური ღონისძიებაა და პუტინის სტუმრობას არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი არ აქვს.
