ზამბია უარყოფს, რომ ზიმბაბველ პოლიტიკოსს თავშესაფარი მისცა

ზამბია უარყოფს, რომ მეზობელ ზიმბაბველ პოლიტიკოსს ტენდაი ბიტს თავშესაფარი მისცა. ამის შესახებ BBC წერს.
ზიმბაბვეს პოლიციამ ბიტი გასული თვეს, ზიმბაბვეში გამართული არჩევნების დროს არეულობის გაღვივებაში დაადანაშაულა.
ზამბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტენდაი ბიტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ მყარი არ იყო.
მანამდე, ბიტის ადვოკატმა დასძინა, რომ მისი კლიენტი ზამბია-ზიმბაბვეს საზღვარზე ზიმბაბვის მხარემ დააკავა.
ზიმბაბვეში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 30 ივლისს გაიმართა, სადაც ქვეყნის 50%-ზე მეტმა მხარდაჭერა ემერსონ მნანგაგვას გამოუცხადა. სწორედ ამის შემდეგ ქვეყნის ოპოზიციამ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობდა.
2017 წლის 21 ნოემბერს რობერტ მუგაბემ გადადგომის შესახებ განაცხადა. მანამდე 94 წლის პრეზიდენტი, 37-წლიანი მმართველობის შემდეგ იძულებით გადააყენეს თანამდებობიდან.
წყარო