ჯავად ზარიფი: აშშ ირანიდან ნავთობის ექსპორტს ვერ შეაჩერებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანას ნავთობის ექსპორტს ვერ აუკრძალავს. ამის შესახებ BBC წერს.
მოჰამედ ჯავად ზარიფი ირანული ბეჭდური მედისთვის მიცემულ ინტერვიუში დასძენს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზანია აიძულოს მთელი მსოფლიო, რომ თეირანისგან ნავთობი არ იყიდონ.
მიკრობლოგ Twitter-ზე ზარიფმა ტრამპის ტვიებსაც დასცინა და განმარტა, რომ ამ ხერხით აშშ-ის პრეზიდენტი რეალობას ვერ შეცვლის.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა მიკრობლოგ Twitter-ზე ერთგვარი გაფრთხილება გამოაქვეყნა და განმარტა, რომ ის ვინც ირანთან ბიზნესის კეთებას დაიწყებს აშშ-სთან ვერ ითანამშრომლებს.
ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა მაისში მაშინ გაუარესდა, როდესაც ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-მა ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა. 14 ივნისს კი ირანმა აშშ-ის შეთანხმებიდან გასვლის გამო კომპენსაცია მოითხოვა.
სანქციები 7 აგვისტოს, 00:01 საათიდან ამოქმედდა. ტრამპის თქმით, ეკონომიკური ზეწოლა ირანს აიძულებს, დათანხმდეს ახალ მოლაპარაკებებს და დაასრულოს „დამამცირებლად“ მოქცევა. აშშ-ის სანქციები მოიცავს შეზღუდვებს შემდეგ ეკონომიკურ ურთიერთობებში: ირანის ხელისუფლება ვეღარ შეძლებს ამერიკული ბანკნოტების შეძენას, სანქციები გულისხმობს ირანის ოქროს, ძვირფასი ლითონების, ალუმინის, ფოლადის, ქვანახშირისა და სამრეწველო ნაწარმის ექსპორტის შეზღუდვას, სანქციები შეეხება ირანის საავტომობილო სექტორსაც.
2018 წლის 5 ნოემბერს სანქციათა სიის კიდევ უფრო ზრდაა დაგეგმილი, დაახლოებით სამი თვის შემდეგ, აშშ სანქციებს გაამკაცრებს ირანის საპორტო ოპერატორებთან, ენერგეტიკის სექტორთან, გადაზიდვასთან და გემთმშენებელ სექტორთან დაკავშირებით. ასევე, ირანის სანავთობო მრეწველობისა და უცხოური საფინანსო ინსტიტუტების მიერ ირანის ცენტრალურ ბანკთან წარმოებულ ტრანზაქციებზე.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანას ნავთობის ექსპორტს ვერ აუკრძალავს. ამის შესახებ BBC წერს.მოჰამედ ჯავად ზარიფი ირანული ბეჭდური მედისთვის მიცემულ ინტერვიუში დასძენს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზანია აიძულოს მთელი მსოფლიო, რომ თეირანისგან ნავთობი არ იყიდონ.
მიკრობლოგ Twitter-ზე ზარიფმა ტრამპის ტვიებსაც დასცინა და განმარტა, რომ ამ ხერხით აშშ-ის პრეზიდენტი რეალობას ვერ შეცვლის.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა მიკრობლოგ Twitter-ზე ერთგვარი გაფრთხილება გამოაქვეყნა და განმარტა, რომ ის ვინც ირანთან ბიზნესის კეთებას დაიწყებს აშშ-სთან ვერ ითანამშრომლებს.
ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა მაისში მაშინ გაუარესდა, როდესაც ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-მა ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა. 14 ივნისს კი ირანმა აშშ-ის შეთანხმებიდან გასვლის გამო კომპენსაცია მოითხოვა.
სანქციები 7 აგვისტოს, 00:01 საათიდან ამოქმედდა. ტრამპის თქმით, ეკონომიკური ზეწოლა ირანს აიძულებს, დათანხმდეს ახალ მოლაპარაკებებს და დაასრულოს „დამამცირებლად“ მოქცევა. აშშ-ის სანქციები მოიცავს შეზღუდვებს შემდეგ ეკონომიკურ ურთიერთობებში: ირანის ხელისუფლება ვეღარ შეძლებს ამერიკული ბანკნოტების შეძენას; სანქციები გულისხმობს ირანის ოქროს, ძვირფასი ლითონების, ალუმინის, ფოლადის, ქვანახშირისა და სამრეწველო ნაწარმის ექსპორტის შეზღუდვას; სანქციები შეეხება ირანის საავტომობილო სექტორსაც.
2018 წლის 5 ნოემბერს სანქციათა სიის კიდევ უფრო ზრდაა დაგეგმილი; დაახლოებით სამი თვის შემდეგ, აშშ სანქციებს გაამკაცრებს ირანის საპორტო ოპერატორებთან, ენერგეტიკის სექტორთან, გადაზიდვასთან და გემთმშენებელ სექტორთან დაკავშირებით. ასევე, ირანის სანავთობო მრეწველობისა და უცხოური საფინანსო ინსტიტუტების მიერ ირანის ცენტრალურ ბანკთან წარმოებულ ტრანზაქციებზე.წყარო