აშშ-ის ანტირუსული სანქციების შემდეგ რუსული რუბლი უფასურდება

რუსული ეროვნული ვალუტა რუბლი უფასურდება. 8 აგვისტოს, 20:10 საათისთვის მოსკოვის ბირჟაზე ერთი აშშ დოლარის ღირებულება 65,2 რუბლი იყო. ამ მაჩვენებლით ვალუტის კურსი 2016 წლის ნოემბრის მაჩვენებელს გაუთანაბრდა.
ერთი ევროს ღირებულება კი 75,512 რუბლით განისაზღვრა. ეკონომიკის სპეციალისტები რუსული ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აშშ-ის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ ახალ სანქციებს უკავშირებენ.
აგვისტოს დასაწყისში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსული ბანკი „აგროსოიუზი“ სანქციების სიაში შეიყვანა. როგორც უცხოური აქტივების კონტროლის დეპარტამენტი აცხადებს, „აგროსოიუზი“ ჩრდილოეთ კორეაში მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის პროცესს უწყობდა ხელს.
ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელ სენატორთა ჯგუფმა ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
აშშ-მა ანტირუსული სანქციების სია 11 ივნისს გააფართოვა. სანქციები სიაში ასევე მოხვდნენ კომპანიები: Digital Security, 'დაივტეხნოცენტრი' კვანტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ERPScan და Embedi.
ამერიკული მხარის განცხადებით, ყველა ეს სტრუქტურა დაკავშირებულია 'ფე-ეს-ბეს'-სთან.
წყარო