Header Ads

გზა მძარცველობიდან მოდელობამდე - ყველაზე სექსუალური დამნაშავე ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გამოჩნდა


ჯერემი მიქსი მსოფლიომ დაახლოებით ორი წლის წინ გაიცნო და ამ ცისფერთვალება, სიმპათიურმა მამაკაცმა პლანეტაზე ქალბატონების უმეტესობის გული მოინადირა, არადა, არაფერი გაუკეთებია ამისთვის - ბანკი გაძარცვა.












სტოკჰოლმის პოლიციის დეპარტამენტის „ფეისბუქ“ გვერდზე მისი ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, პატიმრობაში მყოფი ჯერემი ქალბატონების გულთაპყრობელი გახდა.












ეს ამერიკულ სამოდელო სააგენტოებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ და ჯერემიმ ციხეშივე მიიღო წინადადება ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოსგან, თანამშრომლობის შესახებ.












33 წლის „სექსუალური ბანდიტი“ ორი დღის წინ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გამოჩნდა და Philipp Plein-ის ტანსაცმლის კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.












ჯერემი ამბობს, რომ ახალი საქმიანობა ძალიან მოსწონს და სამოდელო სფეროში დარჩენას დიდხანს აპირებს.








Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.