Header Ads

როდის იქცევს ქალი მამაკაცის განსაკუთრებულ ყურადღებას


მამაკაცები რომ ქალებთან შედარებით ურთიერთობებზე განსხვავებულად ფიქრობენ, ეს ცნობილი ფაქტია. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს საუკეთესო მიდგომა იმისთვის, რომ მამაკაცი ქალით მოიხიბლოს და ეს ემოცია ხანგრძლივად შეინარჩუნოს?


ვფიქრობთ, რომ მამაკაცს, რომელსაც ქალი აინტერესებს, იზიდავს და სურს, ორჯერ მეტად მოუნდება, დააინტერესებს და მიიზიდავს, თუ ქალი ოდნავ მეტ დროს დახარჯავს იმაზე, რომ იყოს ბუნებრივი და რეალური. მამაკაცები აფასებენ ამას და სწორედ ეს განაპირობებს მათ დაუძეველ სურვილს, მუდამ იყვნენ თქვენთან ერთად, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებით.


ჩვენ, ბუნებრივია, ურთიერთობათა ექსპერტები არ ვართ, მაგრამ ვიცით იმ საკმაოდ ეფექტური გზების შესახებ, რომელთა მეშვეობით მამაკაცი ქალზე ჭკუას კარგავს. მიიღეთ TREND.-ის პატარა რჩევები, თუ თქვენი საყვარელი მამაკაცისგან მეტი გსურთ:


1. გახდით უფრო ბუნებრივი











ფოტო: allwomenstalk.com






გჯერათ ამის თუ არა, მამაკაცში ბუნებრივობა გაცილებით დიდ მიზიდულობას იწვევს, ვიდრე, გამუდმებული თოჯინის მსგავსი სილამაზე. ეცადეთ ნაკლები ან სადა მაკიაჟი გამოიყენოთ და ნუ იფიქრებთ, რომ მაკიაჟის ტარება ყოველთვის აუცილებელია, როცა მის გვერდით ხართ.


მამაკაცებს, რა თქმა უნდა მოსწონს, როცა მისი საყვარელი ქალი მუდამ ფორმაში და ყველა ვითარების შესაბამისად აცვია, თუმცა, ისინი უპირატესობას მაინც ბუნებრივ და თავისუფალ სტილს ანიჭებენ. თქვენი ბუნებრივობა არის უპირველესი, რაც მას უნდა მოსწონდეს თქვენში.


2. ნუ იქნები ძალიან ეჭვიანი











ფოტო: allwomenstalk.com






როგორი რთულიც არ უნდა იყოს, გახსოვდეთ, რომ ურთიერთობებს ეჭვიანობა ანგრევს. მამაკაცს სჭირდება თქვენი თავდაჯერებულობა, როგორც ურთიერთობაში, ასევე საკუთარ თავშიც. თუ თქვენ ეჭვიანობთ ისე, რომ იგი ამის საბაბს გაძლევთ, მაშინ შეარჩიეთ საუკეთესო დრო და დაუსვით მას კითხვები, რომლებზე პასუხებიც გჭირდებათ. თუ სიტუაცია იმდენად რთულია, რომ მასთან საუბარს მტკიცებულების გარეშე აზრი არ აქვს, მაშინ დაელოდეთ, რათა დაუმტკიცოთ მას თავისი დანაშაული.


3. ნუ ეცდები ძალიან











ფოტო: allwomenstalk.com






როცა მამაკაცი ძალიან მოგვწონს და ყოველთვის, როცა მას უნდა შევხვდეთ ძალიან ვღელავთ, საათებს ვკარგავთ სარკესთან. დაწვრილებით ვემზადებით და ვწესრიგდებით, რათა განსაკუთრებულად გამოვიყურებოდეთ და მისი აღფრთოვანებაც შევძლოთ. ასევე, გამუდმებით ვუგზავნით სასიყვარულო შეტყობინებებს და ვცდილობთ ჩვენი დამოკიდებულება მაქსიმალურად ნათელი გავხადოთ ჩვენივე სიტყვებით. გახსოვდეთ, რომ ამით მამაკაცი თქვენ მიმართ ინტერესს კარგავს, რადგან მას გადამეტებული მცდელობა და ყურადღება ღლის. თქვენ, მასთან კომუნიკაციისთვის, შეგიძლიათ გაცილებით დახვეწილი მეთოდები გამოიყენოთ, მამაკაცებს მხოლოდ იმის ცოდნა სჭირდებათ, რომ ქალები მათ გვერდით თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობენ.


4. ყოველთვის იზრუნე საკუთარ სურნელზე











ფოტო: allwomenstalk.com






ოდესმე გადახვევიხარ მამაკაცს, რომელსაც იმდენად კარგი სურნელი ასდიოდა, რომ მოგინდათ მისთვის გეკოცნათ? მამაკაცებზეც ისევე მოქმედებს სექსუალური სურნელი, როგორც ქალებზე. ამიტომ გამოიყენეთ მსუბუქი, დახვეწილი და სექსუალური სურნელი, როცა მის კამპანიაში მოგიწევთ ყოფნა.


5. გქონდეს სხვა პრიორიტეტებიც











ფოტო: allwomenstalk.com






ნუ ააშენებთ ისეთ სამყაროს, რომლის ცენტრშიც, მხოლოდ თქვენი საყვარელი მამაკაცი იქნება. ისიც შეამჩნევს, რომ მის გარდა არავიზე და არაფერზე ხართ კონცენტრირებული და დაიღლება. დაუთმეთ დრო საყვარელ მეგობრებს, გაერთეთ მაქსიმალურად, გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა საქმის მიმართ. ერთი სიტყვით, დაანახეთ მას, რომ თქვენ გაქვთ თქვენი პრიორიტეტები, რომლებზეც უარს არავის და არაფრის გამო იტყვით!


6. ჩართე იუმორი











ფოტო: allwomenstalk.com






მამაკაცებს მოსწონთ ქალებში კარგი იუმორი და აფასებენ კიდეც ამას. მეტიც, მათ განსაკუთრებული ლტოლვა უჩნდებათ ისეთი ქალების მიმართ, რომლებსაც კარგი უმორის გრძნობა აქვთ. ნუ შეგეშინდებათ მისი თანდასწრებით დასცინოთ საკუთარ თავს ან სულაც მას. მამაკაცებს მართლაც უყვართ ეს თვისება ქალებში.


7. იყავი ამოუხსნელი











ფოტო: allwomenstalk.com






საკუთარი თავის შესახებ ყველაფრის, ერთბაშად, წიგნივით გადაშლა, არც ისე კარგი მეთოდია. დარჩით ამოუხსნელები მისთვის. ეს ეხება, როგორც პიროვნულობას, ასევე თქვენს სხეულსაც. მამაკაცებს მოსწონს იდუმალება, ეთამაშეთ მას ამ თამაშით და გვერწმუნეთ, გამარჯვება თქვენს მხარესაა!


8. არ დაურეკო პირველმა











ფოტო: allwomenstalk.com






რაც არ უნდა გვარწმუნონ იმაში, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ დგამს პირველ ნაბიჯს, მერწმუნეთ, აქვს! განსაკუთრებით მაშინ, როცა მამაკაცისგან იმაზე მეტი ყურადღება და ინტერესი გჭირდებათ, ვიდრე გაქვთ. ნუ გადადგამთ პირველ ნაბიჯებს. დაელოდეთ, აფიქრეთ. თავად დარეკოს, მოგწეროს და გამოიჩინოს ინტერესი. მამაკაცები ვერ იტანენ, როცა მათ ეგოს ქალი ამსხვრევს, ამიტომ, ნუ მისცემთ მას ყველაფერს, რასაც თქვენგან ელის!


9. შeამკეთ კომპლიმენტებით











ფოტო: allwomenstalk.com






შიგადაშიგ, სასურველია, იგი კომპლიმენტებით შეამკოთ. ეს ძალიან სწორ დროს უნდა გააკეთოთ. იყავით თავდაჯერებული და გაწონასწორებული. კარგად შეარჩიეთ ტონი, რათა უბრალოდ კომპლიმენტი გამოგივიდეთ და არა აღფრთოვანება. ეცადეთ, ყოველთვის გამორჩეული კომპლიმენტი უთხრათ. ისინი აღმერთებენ ქალების უნარს, ზუსტად და განსხვავებულად შეარჩიონ სიტყვები!


10. გამოიყენე სხეულის ენა











ფოტო: allwomenstalk.com






როგორც უკვე გითხარით, ყველაფრის სიტყვებით თქმა სულაც არ არის კარგი მეთოდი. სხეულის ენა იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები! ამიტომ მიმართეთ ჟესტიკულაციას და დროდადრო საგონებელში ჩააგდეთ თქვენი მამაკაცი. იმის შესახებ, რაზეც დუმხართ, სხეულის ენით ესაუბრეთ. მიმართეთ მზერას, გამოიყენეთ მსუბუქი შეხების მეთოდიც. ამ გზით, თქვენი მიმზიდველობა მის თვალში ერთი ორად მოიმატებს და რაც მთავარია, ყოველთვის შეინარჩუნებთ იდუმალი და ამოუხსნელი ქალის სტატუსს!

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.